სამოდელო გაკვეთილი1


გაკვეთილის გეგმა
6.06.2019
1
მასწავლებლის სახელი და გვარი
ნატო ბერიძე
2
საგანი
მათემატიკა
3
გაკვეთილის ტიპი
 სამოდელო, ინტეგრირებული (გეოგრაფია).
4
გაკვეთილის თემა
მათემატიკა: წერტილის კოორდინატები სიბრტყეში
5
სწავლების საფეხური, კლასი
 საბაზო, მე-7 კლასი
6
მოსწავლეთა პროფილი
კლასში 9 მოსწავლე ირიცხება. მათგან 3  სსსმ.
7
ხანგრძლივობა
45 წთ
8
გაკვეთილის მიზანი
      ·         მოსწავლეები დაასახელებენ წერტილის კოორდინატებს და მოძებნიან შესაბამის წერტილებს მისი კოორდინატების მიხედვით
      ·         მოსწავლეები შეისწავლიან აბსცისა და ორდინატთა ღერძებს
  • მოსწავლეები შეძლებენ მათემატიკაში შესწავლილი თემის გგამოყენებას გეოგრაფიაში როგორიცაა: რუკის გამოყენებით განსაზღვრა მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტების კოორდინატები (მაგ.: დედაქალაქები, კუნძულები, მწვერვალები და სხვ.);


9
ესგ-თი განსაზღვრული სტანდარტი, მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი

მათ. VII.12.
VII კლასი
მოსწავლეს შეუძლია კოორდინატთა მეთოდის ორიენტაციისათვის გამოყენება

გეო.VII.3.
VII კლასი
მოსწავლეს შეუძლია ორიენტირება სივრცეში

10
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
Ø  მოსწავლემ უნდა იცოდეს რიცხვითი ღერძი
Ø  დადებითი და უარყოფითი რიცხვები
Ø  მართობული წრფეები
11
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეთა წარმატებას დავადგენ წარმოდგენილი პრეზენტაციის და მსჯელობის მიხედვით, დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება ზეპირი პრეზენტაცია და მსჯელობა.  შეფასებისას   გამოვიყენებ განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს.
12
გამოყენებული  სასწავლო მასალა და რესურსი
ცარცი, დაფა, კალამი, რვეული,სახელმძღვანელო, კომპიუტერი,  პროექტორი, პლაკატი, რუკა.










გაკვეთილის მსვლელობა/
საკლასო მენეჯმენტი

Aფაზა/გამოწვევა
მისალმება და დასწრების აღრიცხვა - 1წთ.
გაკვეთილის თემის, მიზნის და შეფასების კრიტერიუმების წარდგენა 2 წთ.
წინარე ცოდნის გააქტიურება - 3 წთ.
საშინაო დავალების შემოწმება, მოსწავლეები  ადარებენ თავიანთ პასუხებს  ,,დიახ-არაბარათების გამოყენებით -5წთ.
·         გაკვეთილის ახსნა იწყება მასწავლებლის მიერ pover pointis საშუალებით,რომელიც გულისხმობს ახალი მასალის ახსნას, სადაც განვიხილავ წერტილის კოორდინატებს სიბრტყეში. მინი ლექციის სახით მივაწოდებ მოსწავლეებს ინფორმაციას რა არის აბსცისათა ღერძი, რა არის ორდინატთ ღერძი, როგორ გამოისახება წერტილი საკოორდინატო სიბრტყეზე და პირიქით,  როგორ შეიძლება მოცემული წერტილის კოორდინატების პოვნა. კონკრეტული ამოცანების ამოხსნით განიმტკიცებენ მიღებულ ცოდნას და გამოიყენებენ როგორც მათემატიკაში ასევე გეოგრაფიაში.-8 წთ

B ფაზა/ცოდნის კონსტრუირება

·           აქტივობა 1.  ზემოთ მიღებული ცოდნის გამოყენებით მაგალითების ამოხსნა მოსწავლეთა მიერ,მასწავლებლის დახმარებით ახალი მასალის განმტკიცება ამოცანების ამოხსნით სახელმძღვანელო ტესტები გვ 151 სსმ მოსწავლეებს მიეცემა წინასწარ გამზადებულ დავალებები ფურცლებზე. - 6 წთ.
  აქტივობა 2.  ასევე მოსწავლეები რუკაზე დაასახელებენ კონკრეტული ქალაქების კოორდინატებს, სადაც ეკვატორი იქნება აბსცისათა ღერძე, ხოლო მერიდიანი ორდინატთა ღერძი. 4 წთ
  აქტივობა 3. ჯგუფური მუშაობა, მოსწავლეებს ვყოფ 2 ჯგუფად და ვაძლევ დავალებას, ორივე  ჯგუფმა უნდა   დაწეროს  წერტილის კორდინატები და ასვე გამოსახონ ეს კოორდინატები საკოორდინატო სიბრტყეზე. ჯგუფებს ეძლევა ამ დავალების შესასრულებლად 5 წთ და პრეზენტაციისთვის  3 წთ
   აქტივობა 4  მოსწავლეებს დაურიგდებათ პატარა ფერად ფურცლებზე დაწერილი ერთი წერტილის კოორდინატი, და ეს ფერადი ფურცლები უდა მიამაგრონ შესაბამის ადგილზე დაფაზე, სადაც დახაზული იქნება საკოორდინატო სიბრტყე. 4წთ
·         მასწავლებლის მიერ  მოსწავლეთა  განმავითარებელი და განსმსაზღვრელი შეფასება   2 წთ.
      ·        საშინაო დავალება სახელმძღვანელოდან 152 გვ 10, 11,
12.  2წთ


ას

შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმი
მაღალი
საშუალო
საშუალოზე დაბალი
გაკვეთილზე ჩართულობა
სისტემატიურად ჩართულია საგაკვეთილო პროცესში
ჩართულია საგაკვეთილო პროცესში მაგრამ ხანდახან ეფანტება ყურადღება
პასიურის გაკვეთილზე
საშინაო დავალება
სისტემატიურად ასრულებს საშინაო დავალებებს
ასრულებს დავალებებს მაგრამ აქვს ხარვეზები
ხანდახან ასრულებს საშუალო დავალებებს
დამოუკიდებელი სამუშაო
დამოუკიდებელ  სამუშაოს ასრულებს ხარვეზების გარეშე
ასრულებს მაგრამ უშვებს შეცდომებს
დამოუკიდებელი სამუშაოს შესრულებისას საჭიროებს მასწავლებლის დახმარებას
საკლასო სამუშაო
ასრულებს უშეცდომოდ
საკლასო სამუშაოს შესრულებისას საჭიროებს მასწავლებლის მითითებას
ხშირად ვერ აკეთებს მასწავლებლის დახმარების გარეშე

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
10-9 ქულა
8-7 ქულა
6-5 ქულა
4-1 ქულა
ჯგუფის მიერ სამუშაო მიზნის გააზრება
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ვერ გააცნობიერა
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო. ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა.
სამუშაო ორგანიზებული იყო, მაგრამ ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა.
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული, ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა.
სამუშაო არ იყო ორგანიზებული, წევრებს შორის ფუნქციები არ გადანაწილდა.
სამუშაოს შედეგი
ჯგუფმა მიიღო უნაკლო შედეგი.
მიიღო შედეგი, მაგარმ ხარვეზებით.
შედეგი არასწორი იყო, თუმცა მისკენ სავალი გზა სწორად იყო მოძებნილი.
ჯგუფმა ვერანაირი შედეგი ვერ მიიღო.
დროის ლიმიტი
საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს
საკმარისად იცავენ დროის ლიმიტს
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
თანამშრომლობა
წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები
წევრებს შორის ძირითადად პოზიტიური ურთიერთობები იყო
ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა
არ იყო თანამშრომლობითი გარემო



Комментариев нет:

Отправить комментарий

ჩემს შესახებ