გაკვეთილის გეგმა
27.05.2019
1
|
სამოდელო გაკვეთილი
|
ინტეგრირებული გაკვეთილი
|
2
|
საგანი
|
მათემატიკა და საბუნებისმეტყველო
მეცნიერება
|
3
|
მასწავლებლის სახელი და გვარი
|
სსიპ ამირან მამალაძის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულის საჯაროს
სკოლის
მათემატიკის
მასწავლებელი
ნატო ბერიძე
|
4
|
გაკვეთილის თემა
|
მათემატიკა: მონაცემთა შემაჯამებელი რიცხვითი მახასიათებლები.
საბუნებისმეტყველო მეცნიერება:
|
5
|
სწავლების საფეხური, კლასი
|
მე-7 კლასი
|
6
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში 9 მოსწავლე ირიცხება. მათგან 3
სსსმ მოსწავლე არის.
|
7
|
ხანგრძლივობა
|
45 წთ
|
8
|
ესგ-თი განსაზღვრული სტანდარტი, მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი
|
მათ. VII.15.
VII კლასი
მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით
ინდიკატორები
·
ახდენს თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა დალაგებას/კლასიფიკაციას, წარმოადგენს მონაცემებს სიის/პიქტოგრამის სახით, მსჯელობს დალაგების/კლასიფიკაციის პრინციპზე;
·
ქმნის მოწესრიგებულ მონაცემთა ცხრილებს და ასაბუთებს შერჩეული დიზაინის მიზანშეწონილობას;
·
აგებს სხვადასხვა დიაგრამებს ერთი-და-იგივე თვისობრივი ან რაოდენობრივი მონაცემებისთვის და მსჯელობს, თუ მონაცემთა რამდენად მნიშვნელოვან ასპექტებს წარმოაჩენს თითოეული და რა უპირატესობა გააჩნია თითოეულს.
მათ. VII.16.
VII კლასი
მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ანალიზი ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით
ინდიკატორები
·
სვამს კითხვებს მონაცემების შესახებ ან ახასიათებს მონაცემებს, რომლებიც წარმოდგენილია სიის, ცხრილის, პიქტოგრამის ან დიაგრამის სახით, მსჯელობს არსებულ კანონზომიერებებსა და გამორჩეულ მონაცემებზე;
·
ირჩევს შესაფერის შემაჯამებელ რიცხვით მახასიათებლებს, ასაბუთებს თავის არჩევანს, ითვლის და იყენებს მათ მონაცემთა ჯგუფის დასახასიათებლად;
·
ადარებს მონაცემთა რამდენიმე ჯგუფს და წარმოაჩენს თვისობრივ და რაოდენობრივ მსგავსებასა და განსხვავებას მათ შორის (შემაჯამებელი რიცხვითი მახასიათებლების გარეშე).
ბუნ.VII.2.
VII კლასი
მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა
ინდიკატორები
·
იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
·
აწარმოებს დაკვირვებას ან /და გაზომვებს, აღრიცხავს მონაცემებს;
·
აკვირდება, ზომავს, იყენებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებებს მონაცემების სათანადო სიზუსტით რეგისტრირებისთვის (მაგ., ცვლადების
მნიშვნელობების აღრიცხვა ქრონოლოგიურად);
·
იყენებს სათანადო წესებს საკუთარი და სხვათა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ბუნ.VII.4.
VII კლასი
ინდიკატორები
·
იყენებს დიაგრამებს, ცხრილებს და გრაფიკებს მონაცემებს ან ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად;
·
აანალიზებს მონაცემებს და გამოიტანს დასკვნებს;
·
ადარებს დასკვნებს გამოთქმულ ვარაუდს;
·
განიხილავს დაკვირვებისა და გაზომვების დროს გამოვლენილ მოულოდნელობებს, ცდილობს მათ ახსნას
|
9
|
გაკვეთილის მიზანი
|
v
მოსწავლეს გამოუმუშავდეს რაიმე მოვლენის,პროცესის
შესწავლისათვის საჭირო მონაცემების
მოპოვებისთვის შესაფერისი საშუალებების
შერჩევის
უნარი.
v
მოსწავლეს შეეძლოს მოპოვებული
მონაცემების მოწესრიგება. მონაცემების
კლასიფიკაცია რაიმე თვისების ან
რაოდენობის
მიხედვით.
v რიცხვითი
მახასიათებლების გამოყენებით მონაცემთა ერთობლიობის ანალიზი და დასკვნების
გამოტანის უნარის განვთარება.
v მოსწავლეები
შეძლებენ მათემატიკაში მიღებული თეორიული ცოდნით საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში
პრაქტიკული ამოცანების ამოხსნას
- მონაცემებს დაახარისხებენ, წარმოადგენენ სვეტოვანი და წრიული დიაგრამების
გამოყენებით და მოახდენენ შედარებით ანალიზს.
|
10
|
მოსწავლეთა წინარე
ცოდნა
|
შეკრება, გაყოფა, ცხრილებსა და დიაგრამებზე მოცემული მონაცემების
გამოყენება,
საჭირო
მონაცემების
მოსაპოვებლად
შესაფერისი
საშუალების
შერჩევა
(გაზომვა,
აწონვა
და
სხვ.),
მონაცემების
დახარისხება
|
|
შეფასების
საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეთა წარმატებას
დავადგენ წარმოდგენილი პრეზენტაციის და მსჯელობის მიხედვით, დაკვირვებისა და
ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება ზეპირი პრეზენტაცია და მსჯელობა. შეფასებისას გამოვიყენებ
განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს.
|
|
გამოყენებული
სასწავლო მასალა და რესურსი
|
ცარცი, დაფა, კალამი, რვეული,სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი.
|
გაკვეთილის მსვლელობა/
საკლასო მენეჯმენტი
|
Aფაზა/გამოწვევა
მისალმება და დასწრების აღრიცხვა - 1წთ.
საშინაო დავალების შემოწმება, მოსწავლეები ადარებენ თავიანთ პასუხებს
,,დიახ-არა“ ბარათების
გამოყენებით -5წთ.
გაკვეთილის
თემის, მიზნის და შეფასების კრიტერიუმების წარდგენა 2 წთ.
წინარე ცოდნის გააქტიურება - 3 წთ.
· გაკვეთილის ახსნა იწყება მასწავლებლის მიერ pover pointis საშუალებით,რომელიც გულისხმობს ახალი მასალის ახსნას, სადაც
განვიხილავ მონაცემთა შემაჯამებელი რიცხვითი მახასიათებლებს. მინი ლექციის სახით მივაწოდებ
მოსწავლეებს ინფორმაციას რა არის რიცხვითი მონაცემთა საშუალო, მოდა და გაბნევის დიაპაზონი.
კონკრეტული ამოცანების ამოხსნით განიმტკიცებენ მიღებულ ცოდნას და გამოიყენებენ.10 წთ
|
B ფაზა/ცოდნის კონსტრუირება
· აქტივობა 1. ზემოთ მიღებული ცოდნის გამოყენებით მაგალითების ამოხსნა
მოსწავლეთა მიერ,მასწავლებლის დახმარებით ახალი მასალის განმტკიცება ამოცანების
ამოხსნით სახელმძღვანელო გვ 223 ტესტები- 6 წთ.
აქტივობა 2. ასევე მოსწავლეები ამოხსნიან საბუნებისმეტყველო
მეცნიერებაში დასმულ ამოცანას: საშუალოდ
რამდენ სანტიმეტრს იზრდება ლობიო ერთ დღეში თუ ცნობილი იქნება 5 დღის მონაცემი
და სსმ მოსწავლეს ვთხოვ დააჯამოს ამ 5 დღის მონაცემები.-4 წთ
აქტივობა 3. ამ აქტივობის მიზანია მოსწავლეებმა
გამოთვალონ მოცემული რიცხვების საშუალო. აქტივობისთვის საჭიროა მცირე ზომის
კუბურები. მასწავლებელი კლასს ჰყოფს ჯგუფებად, ჯგუფებში მოსწავლეთა რაოდენობა
სხვადასხვაა. თითოეულ ჯგუფს აძლევს კუბურებს ისე, რომ კუბურების რაოდენობა
ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობის ჯერადი იყოს. მასწავლებელი მიდის თითოეულ ჯგუფთან,
იღებს ყუთიდან კუბურებს და დაუთვლელად უნაწილებს მოსწავლეებს, შემდეგ სთხოვს
ჩამოწერონ თითოეულს რამდენი კუბურა შეხვდა. ამის შემდეგ მოსწავლეები კუბურებს
აბრუნებენ ყუთებში და თანაბრად ინაწილებენ. მოსწავლეები აკეთებენ შესაბამის
ჩანაწერებს და დასკვნებს.-10 წთ
·
მასწავლებლის
მიერ მოსწავლეთა განმავითარებელი და განსმსაზღვრელი შეფასება 2 წთ.
· საშინაო დავალების მიცემა 2წთ
ას
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების
რუბრიკა
კრიტერიუმი
|
10-9 ქულა
|
8-7 ქულა
|
6-5 ქულა
|
4-1 ქულა
|
ჯგუფის
მიერ სამუშაო მიზნის გააზრება
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ვერ გააცნობიერა
|
ჯგუფის
მიერ სამუშაოს ორგანიზება
|
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო. ფუნქციები სწორად
და თანაბრად გადანაწილდა.
|
სამუშაო ორგანიზებული იყო, მაგრამ ფუნქციები არათანაბრად
გადანაწილდა.
|
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული, ფუნქციები არათანაბრად
გადანაწილდა.
|
სამუშაო არ იყო ორგანიზებული, წევრებს შორის ფუნქციები
არ გადანაწილდა.
|
სამუშაოს
შედეგი
|
ჯგუფმა მიიღო უნაკლო შედეგი.
|
მიიღო შედეგი, მაგარმ ხარვეზებით.
|
შედეგი არასწორი იყო, თუმცა მისკენ სავალი გზა სწორად
იყო მოძებნილი.
|
ჯგუფმა ვერანაირი შედეგი ვერ მიიღო.
|
დროის
ლიმიტი
|
საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს
|
საკმარისად იცავენ დროის ლიმიტს
|
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
|
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
|
თანამშრომლობა
|
წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები
|
წევრებს შორის ძირითადად პოზიტიური ურთიერთობები იყო
|
ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა
|
არ იყო თანამშრომლობითი გარემო
|
Комментариев нет:
Отправить комментарий